Tuesday, June 12, 2012

პოკერის ტერმინები

პოკერის თამაშისას შეიძლება გადააწყდეთ თქვენთვის უცნობ სიტყვებს. პოკერის ტერმინოლოგიაში გასარკვევად, ჩვენ შევქმენით მოხერხებული პოკერის ლექსიკონი. ტერმინებს შორის კავშირის გასაგებად, ჩვენ შევადგინეთ მათ შორის არსებული ბმულები.
ჩამოვთვლი რამოდენიმე მათგანს.

Ace-high - ტუზ-მაღალი
5 კარტიანი ხელი ტუზით, რომელშიც არ არის არც წყვილი, ფლეში ან სტრიტი.
Action - ქმედება
ჩეკი/ბეტი/რეიზი. თამაში, რომელშიც ხშირია ამგვარი ქმედება.
Active Player - აქტიური მოთამაშე
მოთამაშე, რომელიც კიდევ თამაშშია.
Aggressive - აგრესიული
მეტსახელია, რომელიც მიუთიეთებს ისეთ მოთამაშეზე, რომელიც ხშირად აცხადებს რეიზს და იშვიათად აკეთებს ქოლს.
All-in - ოლლ-ინი
სიტუაცია, როდესაც მოთამაშე შედის ყველა ჩიპს.
Ante - ანტე
ფული, რომელიც იდება ბანკში ხელის დაწყებამდე.
Bad Beat - ბედ-ბითი
სიტუაცია, როდესაც მოთამაშე აგებს ძლიერ ხელს.
Backdoor - ბექდორი
პოკერის ხელის შეკვრა თერნის და რივერის კარტით. მაგალითად, თქვენ გაქვთ Aგ-10გ. ფლოპია Kა-6ჯ-5გ. თქვენ ფსონს ასწორებს ოპონენტი. თერნი მოდის Jგ, რომელსაც ყველა მოთამაშე ჩეკავს, ხოლო რივერი მოდის Qგ. ამ დროს თქვენ შეკარით ბექდორი წაუგებელი ფლეშის კომბინაციით.
Backraise - ბექრეიზი
ეს არის რე-რეიზი იმ მოთამაშის მხრიდან, რომელმაც ადრე გამოაცხადა ჩეკი.
Bankroll - ბანკროლი
თანხა, რომელიც თვენ გაგაჩნიათ.
Bet Odds - ფსონის შანსები
შანსი იმისა, თუ რამდენი მოწინააღმდეგე გამოგყვებათ თქვენს რეიზზე.
Bet the Pot - ბანკის ფსონი
სიტუაცია, როდესაც მოთამაშე შედის ფსონს ბანკში არსებული თანხის მიხედვით.
Big Blind - დიდი ბლაინდი
განსაზღვრული აუცილებელი თანხა, რომელსაც კარტის დარიგებამდე შედის დილერის მარცხნივ მეორე პოზიციაზე მჯდომი მოთამაშე. ეს ფსონი მოძრაობს საათის ისრის მიმართულებით( მოთამაშეები, რომლებიც უერთდებიან თამაშს სხვადასხვა პოზიციებიდან ვალდებულნი არიან შევიდნენ დიდი ბლაინდი).

No comments:

Post a Comment