რა არის ბედ - ბითი?
ბედ-ბითი ეს არის ხელი, რომელიც სტატისტიკურად უნდა მოგეგოთ მაგრამ წააგეთ. მაგალითად: თუ გყავთ ვალეტების სეტი და თქვენს მოწინააღმდეგეს აღმოაჩნდება დამების სეტი ან უკეთესი კარტი, აი სწორედ ეს არის ბედ-ბითი. თუ თქვენ ოდესმე გითამაშიათ პოკერი კაზინოში ან ონლიანში, თქვენ ალბათ ერთხელ მაინც დაგირიგდებოდათ ბედ-ბითი ან მოწმე მაინც გახდებოდით ბედ-ბითის ხელის.
ბედ-ბით ჯეკპოტის საკვალიფიკაციო ხელი
ბედ-ბით ჯეკპოტის მოგება ხდება, როდესაც აგებს რვიანების კარე ან უფრო მაღალი კომბინაცია.
მოთამაშის ორივე კარტი უნდა იყოს თამაშში, რომ მან მოიგოს ჯეკპოტი.
გადახდის სტრუქტურა
30% ხელის ერგება დამარცხებულს
20% ხელის ერგება გამარჯვებულს
10% იყოფა მაგიდასთან მყოფ სხვა მოთამაშეებზე
30% მიდის შემდეგი ჯეკპოტის დასაწყებად
10% იტოვებს პოკერ-რუმი.
გადახდის ცხრილიდან პროცენტის მისაღებად მოთამაშეს ერთი ხელი მაინც უნდა ჰქონდეს ნათამაშები, სადაც მას ბედ-ბით ჯეკპოტში თავისი წილი ექნება შეტანილი.
პირობები:
ბედ-ბით ჯეკპოტი არ მოქმედებს ყველა მაგიდაზე. მაგიდის გახსნისთანავე ზედა კუთხეში მკაფიოდ აღნიშნული იქნება (BBJ)-ის ნიშანი.
ოთხი ან მეტი მოთამაშე უნდა მონაწილეობდეს ხელში და რეიკის შეგროვება უნდა მოხდეს, რომ მიიღოთ მონაწილეობა ბედ-ბითში.
წაგებული ხელი უნდა იყოს 4 რვიანი (8888) ან ზევით.
მოთამაშეები, რომლებიც არ მონაწილეობენ კონკრეტულ ხელში და იქნებიან გასულები მაგიდიდან ვერ მოიგებენ ბედ-ბით ჯეკპოტს.
ორივე საწყისი კარტი გამოყენებული უნდა იყოს მოგებისა და წაგების ხელში.
ხელის დარიგება უნდა მივიდეს შოუდაუნამდე.
იმ შემთხვევაში თუ ერთი დარიგების დროს 2-ზე მეტ მოთამაშეს ეკუთვნის ჯეკპოტი, მათში მხოლოდ 2 უმაღლეს ხელს მიენიჭება ჯეკპოტისთვის განკუთვნილი თანხა. უმაღლესი ხელი ჩაითვლება, როგორც მოგებული და მეორე უმაღლესი ხელი იქნება ბედ-ბითი (ხელში დამარცხებული). ერთ ხელში შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი ბედ-ბით მოთამაშე და ერთი მოგებული.
იმ შემთხვევაში თუ ორ ან მეტ ხელზე ერთდროულად გათამაშდება ჯეკპოტი, მაშინ ის კონკრეტული ხელი მოიგებს ჯეკპოტს (ამის შემოწმება მოხდება ლობიში არსებული სისტემური საათის მეშვეობით), რომელიც პირველი დასრულდება.
ნებისმიერი ფარული გარიგება ჯეკპოტის მაგიდებზე ავტომატურად გამოიწვევს ბედ-ბით ჯეკპოტის გაუქმებას. მოთამაშეებმა ზეწოლის გარეშე უნდა მიიღონ გადაწყვეტილება ჩატიდან ან სხვა მოთამაშეებისგან. ჩატი შემოწმდება თითოეული ჯეკპოტის გათამაშების შემდეგ.
ბედ-ბით ჯეკპოტზე თანხა გროვდება თითოეული ნათამაშები ხელის პროცენტიდან (რეიკი), რაც დეტალურად მოყვანილია ზემოაღნიშნულ გრაფაში.

No comments:
Post a Comment