Tuesday, June 12, 2012

ონლაინ პოკერი: ალყაშემორტყმული ინდუსტრია

ონლაინ-პოკერის ინდუსტრიას 2 წლის განმავლობაში სდევნიდნენ. ეს თამაში დომინირებულია პროფესიონალი მოთამაშეებით, სავსეა თაღლითობებით და მოცულია შეთქმულებებით, ჯგუფური თამაშითა და რობოტებით.

პოკერს განსაკუთრებით ცუდი სახელი მოუტანა რამოდენიმე კომპანიამ. კომპანიებს “აბსოლუტე-პოკერს”, “ულტიმეტ-ბეთს” და “ფულ-ტილტ”-ს აქვთ ერთი საერთო. მათ ყველას პროფესიონალი მოთამაშეები ხელმძღვანელობენ (ხელმძღვანელობდნენ). დამატებით, ინდუსტრიის დიდი ნაწილი არის პოკერის ქსელების მმართველობაში, რომელიც წარუმატებელი პოლიტიკის მატარებელია, ის ასაჩუქრებს პროფესიონალ მოთამაშეებს მოხალისე მოთამაშეების ხარჯზე.



დღესდღეობით, ყველა ქსელი პროფესიონალ მოთამაშეებს აძლევს შემოსავლის ნაწილს რეიკბექის სახით. მოთამაშეები, რომლებიც იღებენ რეიკ-ბექს არ წარმოადგენენ თქვენს ტიპიურ მოთამაშეებს. ისინი იგებენ ფულს საშუალო მოხალისე მოთამაშეებისგან და ამ გზით საჩუქრდებიან. ეს საფუძველს უყრის დიდ პირამიდულ სქემას, სადაც მოთამაშეების ხარჯზე მოპოვებული მცირე პროცენტები ბოლოში ქმნის მილიონებს. ეს მოთამაშეები აღწევენ მათი რეიკ-ბექის 70 %-ს. ამას გარდა, ისინი სისტემიდანაც იღებენ თანხას. პოკერ- ქსელები მძლავრად არიან დამოკიდებული დამფინანსებლებზე, რომლებიც აგრეთვე იღებენ მათი მოთამაშეებისაგან გამომუშავებული რეიკის 50%-ზე მეტს. თუ კი ბიზნესი ამ ხერხით ფუნქციონირებს, თქვენ გაგაჩნიათ თავისუფალი კაპიტალის მცირე რაოდენობა. ეს არის “ფულ ტილტის” რისკის ახსნა და ამიტომაც მათ ლეგალური პრობლემების დროს ვერ შეძლეს თავიანთი მოთამაშეების დავალიანების დაფარვა.

კიდევ ერთი პრობლემა, რაც ინდუსტრიის წინაშე დგას არის ე.წ. რობოტები (სპეციალური პროგრამები) თავდასხმა და მესამე მხარის მოთამაშის დახმარე პროგრამები. ეს პროგრამული პროდუქტი ეხმარება მოთამაშეებს თამაშის მსვლელობისას უკეთესი გადაწყვეტილების მიღებაში. უმეტესი მოთამაშეები, რომლებიც იყენებენ მესამე მხარის პროგრამას, არიან პროფესიონალები და მათი ჩვევები/უნარები ცვლიან თამაშს. პოკერი აღარ წარმოადგენს ორ ადამიანს შორის თამაშის უნარს, არამედ პაექრულ თამაშს მოხალისე მოთამაშესა და კომპიუტერული-პროგრამით აღჭურვილ პროფესიონალ მოთამაშეს შორის.

ყველაზე ცუდი რაც არის, ეგრეთ წოდებული “ბოტებია”. ეს არის დახვეწილი პროგრამები, რომლებიც გამოხატავენ ადამიანთა ქცევას. ასეთ ბოტებს შეუძლიათ 50+ მაგიდებზე ერთდროულად თამაში და ძალიან მომგებიანია მათი მფლობელებისთვის. თქვენ შეგიძლიათ დატოვოთ ისინი საათობით მაგიდებზე. დღის ბოლოს მხოლოდ უნდა მოითხოვოთ თანხის მოხსნა. ინდუსტრიის წინაშე არსებული პრობლემა წარმოადგენს იმას, რომ ბოტ-ის მწარმოებლებმა მოძებნეს გადაწყვეტილება თითოეულ პრევენციულ ზომებზე, რაზეც ინდუსტრია მოდის. წარმოიდგინეთ მიმდინარე ბრძოლა პოლიციასა და კრიმინალებს ან ვირუსის შემქმნელებსა და ანტი-ვირუსულ პროგრამებს შორის.

რეალურ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ უმეტესობა მთავრობებისა და ორგანიზაციებისა პასუხისმგებლობით არ ეკიდებიან რეალურ სურათს. ზოგადად არ არსებობს დებულება და არის მხოლოდ მცირე რაოდენობის კანონიერი იურისდიქცია, რომელთაც არ შეუძლიათ ან არ სურთ ინდუსტრიის მთლიანად მოწესრიგება.

სიტუაცია დამძიმდა იმ დროს, როდესაც რეგულაციის წარუმატებლობის რამოდენიმე ძალიან საჯარო შემთხვევები მოხდა. ყველაზე ცნობილ საქმეებში შედის ‘აბსოლუტ პოკერი’ და ‘ულტიმეტ- ბეთი’. ამ კომპანიების მენეჯმენტი პირდაპირ ჩაება მომხმარებლის წინააღმდეგ შეთქმულებაში. მიუხედევად იმისა, რომ ამ ფირმებმა მილიონობით დოლარი მოპარეს მოთამაშეებს, “Khanawake” -ის თამაშების კომიტეტმა შეუნარჩუნა მათ ლიცენზია და დართო ნება ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე ფუნქციონირების გაგრძელებაზე. ამგვარი კომპანიები ნებისმიერ სათანადოდ რეგულირებულ ბაზარზე მძიმედ დაჯარიმდება და შეუჩერდება ლიცენზიები.

დამატებით, მარეგულირებლები არ ახდენენ ოპერატორებზე მონიტორინგს, რომ მათ უზრუნველეყოთ მოთამაშეების ბალანსების დაცვა ცალკეულ ანგარიშებზე. აშშ-ს მთავრობის მხრიდან ამ წესების უარყოფის პირდაპირი შედეგია ის, რომ ორმა უდიდესმა კომპანია გახდა ბანკროტი და მათ უარი თქვეს მოთამაშეებთან თამაშზე.

მეორე უმსხვილესი პოკერის თამაშის საიტი ‘ფულ ტილტი’ აცხადებს, რომ არ აქვს თანხა დაფაროს მოთამაშეების ასეული მილიონობით დავალიანება. ეს კომპანია გამოიმუშავებდა დაახლოებით 1 მილიარდ წლიურ შემოსავალს. სუფთა მოგება ის იყო, რომ არც ერთმა საერთაშორისო თამაშების იურისდიქციამ კომპანიისგან არ მოითხოვა მოთამაშეთა ბალანსების ცალკეულ ანგარიშებზე თანხის შენარჩუნება; აგრეთვე არ მოახდინეს მათი ლიცენზიანტის ანგარიშების ზედამხედველობის უზრუნველყოფა. ეს არის ყველა არსებული რეგულაციის მთავარი მარცხი.

ცუდი წესების მთლიანმა შედეგმა, თაღლითობამ და მესამე მხარის დახმარებების გამოყენებამ შექმნა უნდობლობა ინდუსტრიის ოპერატორებს, მოთამაშეებსა და მარეგულირებლებთა შორის. ინდუსტრიის სანდოობა არის რისკის ქვეშ და საბოლოო შედეგია ბიზნესის უარყოფა. ეს აშკარაა მსხვილ ქსელებთან, რომლებიც ინდუსტრიის უმსხვილეს ნაწილს შეადგენენ.

როდესაც მივიღეთ გადაწყვეტილება PokerKing.ge- ით ბაზარზე შემოსვლის შესახებ, ჩვენ გავითვალისწინეთ ყველა ზემოთაღნიშნული საკითხი. ჩვენ გადავწვიტეთ შეგვექმნა პოკერის რუმი მოხალისე მოთამაშეების დასაცავად, რომ ითამაშონ სამართლიან და უსაფრთხო სათამაშო გარემოში. ამ მიზნის მისაღწევად, ჩვენ შევქმენით მოთამაშეთა რეიტინგის სისტემა არა მოთამაშეთა თამაშის უნარის კლასიფიკაციისათვის, არამედ იმისათვის, რომ თითოეულ მოთამაშის ინდივიდუალურ კაპიტალდაბანდების (ROI) საფუძველზე ჩამოყალიბებულიყო ქულების სისტემა.

No comments:

Post a Comment