Tuesday, June 12, 2012

ომაჰას წესები

მიმოხილვა
ომაჰა პოკერი ტეხასური ჰოლდემის მსგავსი თამაშია. თითოეულ მოთამაშეს ურიგდება ოთხი დახურული კარტი, რომელსაც აგრეთვე ჯიბის კარტები ჰქვიათ და ტეხასური ჰოლდემის მსგავსად ხუთი კარტი რიგდება მაგიდაზე.

მოთამაშეებს კომბინაციის გაკეთება შეუძლიათ ჯიბის მხოლოდ 2 კარტის და 3 საერთო მაგიდის კარტების გამოყენებით. პოკერკინგი გთავაზობთ ომაჰას ( ასევე ჰქვია ომაჰა ჰაი) და ომაჰა ჰაი/ლო.
ომაჰას თამაშის წესები
ომაჰას თამაში შესაძლებელია მინიმუმ ორი ან მაქსიმუმ ათი მოთამაშის მიერ 52 კარტის გამოყენებით ჯოკრების გარეშე. თითოეულ მოთამაშეს ურიგდება 4 ჯიბის კარტი დახურულად და 5 საერთო კარტი ღიად მაგიდაზე.


მოთამაშეებს კომბინაციის გაკეთება შეუძლიათ 4 ჯიბის კარტიდან 2 კარტის და საერთო 5 მაგიდის კარტიდან 3 კარტის გამოყენებით, ხოლო საუკეთესო 5 კარტიანი პოკერის ხელი იგებს ბანკს. ტეხასური ჰოლდემშიც არის იგივე კომბინაციები.
ომაჰა ჰაი/ლო-ს წესები.
ეს იგივეა, რაც რეგულარული ომაჰას წესები ერთი განსხვავებით: ბანკი თანაბრად იყოფა საუკეთესო მაღალ ხელსა და საუკეთესო დაბალ ხელს შორის. გამაჯვებულია მოთამაშე, რომელსაც საუკეთესო მაღალი ხელი აქვს. თუმცა მოთამაშეს, რომელსაც საუკეთესო დაბალი ხელი აქვს, ისიც იგებს ბანკის ნახევარს. ეს კომბინაცია უნდა შედგებოდეს 5 კარტისაგან და უნდა იყოს 8-ზე (ან რვიანის ჩათვლით) დაბალი ბანქოებისგან.

მოთამაშეებს კომბინაციის გაკეთება შეუძლიათ 4 ჯიბის კარტიდან 2 კარტის და საერთო 5 მაგიდის კარტიდან 3 კარტის გამოყენებით. თუ მხოლოდ ერთ მოთამაშეს ექნება საუკეთესო დაბალი ხელი, ბანკი გაიყოფა მას და საუკეთესო მაღალი ხელის მქონე მოთამაშეს შორის.

თუ რამოდენიმე მოთამაშეა დაბალი ხელით, გამარჯვებული აირჩევა მისი კომბინაციიდან მაღალი კარტით ( ამ შემთხვევაში დაბალი კარტით) თუ რამოდენიმე მოთამაშეა თანაბარი რეიტინგის დაბალი ხელით, მაშინ დაბალი ხელისთვის განკუთვნილი ბანკიც გაიყოფა ამ მოთამაშეებს შორის.


მოთამაშეებს ერთდრულად შეუძლიათ მაღალი და დაბალი ხელის თამაში 4 ჯიბის კარტიდან 2 კარტის და საერთო მაგიდის კარტებიდან 3 კარტის გამოყენებით. საუკეთესო დაბალი ხელი მოიცავს ხუთიანს, ოთხიანს, სამიანს, ორიანს და ტუზს სხვადასხვა ფერის.
ტუზი ერთდროულად შესაძლოა იყოს მაღალი და დაბალი ხელის ნაწილი.

თამაშის ტიპები
ლიმიტ პოკერი. ლიმიტ პოკერში ფსონი( ბეტი) ჩამოსვლა და რეიზი წინასწარ არის შეთანხმებული

მაგალითად, 1/2 ლიმიტიან თამაშში ბეტი და რეიზი ორივე უნდა იყოს 1, არც მეტი არც ნაკლები. ბოლო ორ რაუნდში ბეტი და რეიზი უნდა უდრიდეს 2.
პოტ ლიმიტი. ამ თამაშში ბეტის და რეიზის მაქსიმალური თანხა უნდა აღემატებოდეს ბანკში იმ დროისთვის არსებულ თანხას. მაგალითად: თუ მთლიანი რაოდენობა ბანკში 10-ია, პირველი მოთამაშე ფსონების ჩამოსვლის რაუნდში ჩამოვა 10, მაგრამ მეორე მოთამაშე გაზრდის ფსონს 30-მდე (10 თავისი ქოლის ნაწილიდან დამატებით 20 რეიზით, რომელიც იმ დროს შეადგენს ბანკში არსებულ მთლიან თანხას). პოტ ლიმიტ პოკერ თამაშებში რეიზების რაოდენობა არ არის შეზღუდული.
ულიმიტო თამაშებში. ამ დროს ბეტის რაოდენობაც არ არის შეზღუდული. ყველა მოთამაშეს შეუძლია ნებისმიერი ბეტის ჩამოსვლა რაუნდში, რომელიც შეესაბამება მინიმალურ (დიდი ბლაინდის თანაბარ) ბეტს.
თამაშის ეტაპები. თამაში იყოფა ოთხ ვაჭრობის რაუნდად, ხოლო ბანკი იქმნება, შემოსული ბლაიდებისგან.
პირველი მოთამაშე, რომელიც ჯდება მაგიდასთან ხდება დილერი და მას ენიჭება მრგვალი დისკი - დილერის დოლი. თამაში მიმდინარეობს საათის ისრის მიმართულებით და იწყება იმ მოთამაშიდან, რომელიც დილერის მარცხნივ ზის.



თუ რამოდენიმე მოთამაშე ერთდროულად სხდება მაგიდასთან ( როგორც ტურნირებშია მაგალითად) დილერის როლი მიეკუთვნება იმ მოთამაშეს,რომელსაც კარტის დარიგებისას ყველაზე მაღალი კარტი მიუვა.
დილერის დოლი მოძრაობს საათის ისრის მიმართულებით მოთამაშიდან მოთამაშემდე ყოველ ხელზე. ბლაინდები.
თამაშის დაწყებამდე, დილერის მარცხნივ მყოფი ორი მოთამაშე განათავსებს ბლაინდებს ( ბრმა ფსონებს - ბრმა ჰქვიათ იმიტომ, რომ მოთამაშეები კარტების ნახვამდე შედიან ამ იძულებით ფსონებს). ამა ჰქვია ’ბლაინდების განთავსება’ და იძლევა გარანტიას, რომ თამაშის დაწყებისათვის ბანკში არის თანხის რაღაც რაოდენობა.


დილერის მარცხნივ მყოფი მოთამაშე განათავსებს ’პატარა ბლაინდს’ და მის მარცხნივ მჯდომი მოთამაშე განათავსებს ’დიდ ბლაინდს’, რაც ორჯერ აღემატება პატარა ბლაინდის რაოდენობას.


თუ მოთამაშეს არ აქვს საკმარისი ჩიპები ბლაინდის დასადებად, ის შედის ყველაფერს რაც აქვს
( იხილეთ ოლ-ინ-ის ნაწილი)



თუ თამაშში მხოლოდ ორი მოთამაშეა, პატარა და დიდი ბლაინდის განთავსება მაინც უნდა მოხდეს. ამ შემთხვევაში დილერი დებს დიდ ბლაინდს და პირველი რაუნდი იწყება.
ფრე-ფლოპი (კარტის გახსნამდე)
თითოეულ მოთამაშეს ურიგდება ოთხი კარტი დახურულად, რომლებსაც მხოლოდ ისინი ხედავენ. მოთამაშე, რომელიც იმ მოთამაშის მარცხნივ ზის რომელმაც დადო დიდი ბლაინდი, იწყებს სათამაშო რაუნდს. ამ მოთამაშეს შეუძლია:


ფსონის გასწორება (ქოლი) - გაასწოროს დიდი ბლაინდის რაოდენობის თანხა.
გაზრდა (რეიზი) - გაზარდოს ბეტის რაოდენობა.
დაყრა (ფოლდი)- დაყაროს კარტები.


იგივეს გაკეთება შეუძლიათ სხვა მოთამაშეებს, როცა მათი მოქმედების რიგი მოვა, ხოლო როდესაც მოქმედების რიგი მოუწევს იმ მოთამაშეს, რომელმაც დადო დიდი ბლაინდი, მას შეუძლია „დაჩექოს“ ე.ი გაატაროს ფსონი, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ სხვა მოთამაშე მანამდე არ გაზრდის ფსონს. თუკი მანამდე გაკეთდება რეიზი, მაშინ მოთამაშეს, რომელმაც დიდი ბლაინდი განათავსა, შეუძლია აირჩიოს ქოლი, რეიზი ან ფოლდი.

როდესაც ყველა ფსონი სწორდება, იკვრება საწყისი ბანკი და თამაში გადადის შემდეგ რაუნდში (ფლოპი). ფლოპი ქვია სამ საერთო კარტს, რომელიც რიგდება მაგიდაზე და რომლის გამოყენებაც ყველა მოთამაშეს შეუძლია. მოთამაშე, რომელმაც პატარა ბლაინდი განათავსა იწყებს თამაშს და როდესაც ვაჭრობა დასრულდება და ყველა ბეტი გათანაბრდება, თამაში გადადის შემდეგ რაუნდში( ტურნი). მე-4 საერთო კარტის გადმობრუნების შემდეგ, მაგიდაზე იწყება ვაჭრობის მესამე რაუნდი. (რივერი) მეხუთე კარტის დარიგებისას იწყება ბოლო რაუნდი, ხოლო როცა დასრულდება ვაჭრობა და ყველა ფსონი გასწორდება, მოთამაშეებმა უნდა გახსნან კარტები. ჩვეულებრივ ბოლო მოთამაშე, რომელიც ფსონს ჩამოვიდა ბოლო რაუნდში, პირველი ხსნის კარტს, ხოლო თუ ბოლო რაუნდში ყველა დარჩენილი მოთამაშე დაჩეკავს ( ე.ი. გაატარებს ფსონს და არ შემოვა თანხას), მაშინ დილერის მარცხნივ მყოფი მოთამაშე, რომელიც არ გასულა თამაშიდან აჩვენებს თავის კარტებს.

საათის ისრის მიმართულებით ყველა მოთამაშე გახსნის კარტებს რიგის მიხედვით, თუ მოთამაშის ხელი უფრო სუსტია ვიდრე მიმდინარე მოგების ხელი, მოთამაშეს აქვს უფლება აჩვენოს ან დაყაროს კარტები. საუკეთესო 5 კარტიანი ხელი იგებს მთლიან ბანკს.

თუ ორ მოთამაშეს ექნება თანაბარი სიძლიერის ხელი, ბანკი გაიყოფა. თითოეული მოთამაშე უკან მოითხოვს ბანკის ნაწილს, რომელიც მან შეიტანა. გთხოვთ იხილეთ”ოლ-ინ-ი”-ს სექცია ოჰამას ნაწილში. საუკეთესო 5 კარტიანი ხელი იგებს ბანკს. ბანკი გაიყოფა საუკეთესო მაღალ ხელსა და დაბალ ხელს შორის. თუ არცერთ მოთამაშეს არ ექნება დაბალი ხელი, მთლიანი ბანკი გადაეცემა მაღალი ხელის მქონე მოთამაშეს.


თუ ორ მოთამაშეს აქვს იდენტური ხელი, ბანკი გაიყოფა.
მოთამაშეს შეუძლია მოითხოვოს მხოლოდ ის ბანკი, რომელზეც ის შესულია.გთხოვტ იხილოტ ოლლ ინი.


თამაშის სპეციფიკა
გამოტოვებული ბლაინდის წესი. იმისათვის, რომ მოთამაშეები არ შევიდნენ თამაშში გვიანი პოზიციიდან( და თავიდან აიცილონ ბლაინდების განთავსება), მოთამაშეები ვალდებულნი არიან განათავსონ „თამაშში შემოსვლის საფასური“ , რომელიც დიდი ბლაინდის ტოლია ან შეუძლიათ დაელოდონ სანამ დიდი ბლაინდი არ მიაღწევს მათ პოზიციაზე. მოთამაშეს შეუძლია აირჩიოს:
დიდი ბლაინდის განთავსება ან
დიდ ბლაინდის დალოდება.
თუ მოთამაშე გადაწყვიტავს დაელოდოს დიდ ბლაინდს, ის ვერ შეუერთდება თამაშს, მანამდე სანამ ბლაინდი არ მოუწევს თავის პოზიციაზე.

თუ მოთამაშე იჯდა მაგიდასთან და გამოტოვა დიდი ბლაინდი, მას ასევე მოუწევს გამოტოვოს პატარა ბლაინდი და დილერის დოლი.


თუ მოთამაშე გამოტოვებს პატარა და დიდ ბლაინდს, მას მოეთხოვება განათავსოს დიდი ბლაინდის თანაბარი თანხა, პლიუს პატარა ბლაინდის “მკვდარი ფსონი”.
’ოლინი’ ( მთლიანი თანხის შესვლა) თუ მოთამაშეს დაუმთავრდება ჩიპები, მას არ მოეთხოვება ეგრევე გავიდეს თამაშიდან, მას შეუძლია შევიდეს ’ოლინი’ ანუ დარჩენილი ჩიპები. თუ ეს მოხდება, ბანკი გაიყოფა მთავარ და ცალკე ბანკად, თავის ყველა შესული ფსონების ჩათვლით.


თუ მოთამაშე, რომელიც ’ოლინში” შევა და ვერ მოიგებს, მოგებული მიიღებს ყველა ჩიპს ( ორივე მთავარ და ცალკე ბანკს)

თუ მოთამაშე, რომელიც ’ოლინს“ შევა მოიგებს, ის მიიღებს მთავარ ბანკს, მაგრამ ცალკე ბანკი გადაეცემა მოთამაშეს, რომელსაც მეორე მომგებიანი კომბინაცია ეყოლება.

თუ რამოდენიმე მოთამაშე შევა ’ოლინში’, შეიქმნება რამოდენიმე ცალკეული ბანკი. თუ მოთამაშე, რომელმაც მიიღო ოლინის ყველა ფსონი არ შევა თვითონ ოლინში და ექნება ყველაზე მაღალი კარტის კომბინაცია თამაშის ბოლოს, მაშინ ის მოიგებს ორივე ბანკს.

თუ მოთამაშეს, რომელიც უკვე იყო ოლინში ეყოლება ყველაზე მაღალი კარტის კომბინაცია, ის მოიგებს ყველა ბანკს, რომელიც მის ოლინში შესვლამდე შეიქმნა.

ყველა ოლინში შესული მოთამაშე, რომლებსაც ექნებათ ყველაზე მაღალი ხელის კომბინაცია, მიიღებენ იმ ბანკს, რომელშიც ისინი იყვნენ შესულები.
მაგიდის ლიმიტები

ლიმიტიანი მაგიდები. ამ მაგიდებზე ბეტის და რეიზის რაოდენობა წინასწარ არის განსაზღვრული. მაგალითად, 5/10 ლიმიტიან თამაშებში პირველ ორ რაუნდში ბეტი და რეიზი უნდა იყოს 5. არც მეტი და არც ნაკლები. ბოლო ორ რაუნდში ბეტი და რეიზი უნდა იყოს 10. პოტ ლიმიტიან თამაშებში რეიზის და ბეტის მაქსიმალური რაოდენობა არ უნდა აჭარბებდეს მიმდინარე ბანკის რაოდენობას. მაგალითად ბანკის რაოდენობა არის 30, მოთამაშე ვერ შევა 30-ზე მეტს.


თუ მოთამაშე გაზრდის მეორე მოთამაშის ბეტს, მისი ქოლი უკვე დაემატება ბანკს. ასე რომ თუ ბანკის რაოდენობა არის 100, X მოთამაშე ჩამოდის 100-ს, მოთამაშე Y ჩამოვა 300-ს,ეს მოიცავს 200 რეიზს(ბანკი=საწყის 100+მოთამაშე X-ის 100+ თქვენს 100). ულიმიტო თამაშებში ფსონები შეზღუდული არ არის. ნებისმიერ მოთამაშეს შეუძლია ჩამოვიდეს იმდენი ფსონი, რისი რაოდენობაც აქვს ( ის უნდა აღემატებოიდეს ბიგ ბლაინდს).

პოკერის ტერმინები

პოკერის თამაშისას შეიძლება გადააწყდეთ თქვენთვის უცნობ სიტყვებს. პოკერის ტერმინოლოგიაში გასარკვევად, ჩვენ შევქმენით მოხერხებული პოკერის ლექსიკონი. ტერმინებს შორის კავშირის გასაგებად, ჩვენ შევადგინეთ მათ შორის არსებული ბმულები.
ჩამოვთვლი რამოდენიმე მათგანს.

Ace-high - ტუზ-მაღალი
5 კარტიანი ხელი ტუზით, რომელშიც არ არის არც წყვილი, ფლეში ან სტრიტი.
Action - ქმედება
ჩეკი/ბეტი/რეიზი. თამაში, რომელშიც ხშირია ამგვარი ქმედება.
Active Player - აქტიური მოთამაშე
მოთამაშე, რომელიც კიდევ თამაშშია.
Aggressive - აგრესიული
მეტსახელია, რომელიც მიუთიეთებს ისეთ მოთამაშეზე, რომელიც ხშირად აცხადებს რეიზს და იშვიათად აკეთებს ქოლს.
All-in - ოლლ-ინი
სიტუაცია, როდესაც მოთამაშე შედის ყველა ჩიპს.
Ante - ანტე
ფული, რომელიც იდება ბანკში ხელის დაწყებამდე.
Bad Beat - ბედ-ბითი
სიტუაცია, როდესაც მოთამაშე აგებს ძლიერ ხელს.
Backdoor - ბექდორი
პოკერის ხელის შეკვრა თერნის და რივერის კარტით. მაგალითად, თქვენ გაქვთ Aგ-10გ. ფლოპია Kა-6ჯ-5გ. თქვენ ფსონს ასწორებს ოპონენტი. თერნი მოდის Jგ, რომელსაც ყველა მოთამაშე ჩეკავს, ხოლო რივერი მოდის Qგ. ამ დროს თქვენ შეკარით ბექდორი წაუგებელი ფლეშის კომბინაციით.
Backraise - ბექრეიზი
ეს არის რე-რეიზი იმ მოთამაშის მხრიდან, რომელმაც ადრე გამოაცხადა ჩეკი.
Bankroll - ბანკროლი
თანხა, რომელიც თვენ გაგაჩნიათ.
Bet Odds - ფსონის შანსები
შანსი იმისა, თუ რამდენი მოწინააღმდეგე გამოგყვებათ თქვენს რეიზზე.
Bet the Pot - ბანკის ფსონი
სიტუაცია, როდესაც მოთამაშე შედის ფსონს ბანკში არსებული თანხის მიხედვით.
Big Blind - დიდი ბლაინდი
განსაზღვრული აუცილებელი თანხა, რომელსაც კარტის დარიგებამდე შედის დილერის მარცხნივ მეორე პოზიციაზე მჯდომი მოთამაშე. ეს ფსონი მოძრაობს საათის ისრის მიმართულებით( მოთამაშეები, რომლებიც უერთდებიან თამაშს სხვადასხვა პოზიციებიდან ვალდებულნი არიან შევიდნენ დიდი ბლაინდი).

"პოკერკინგის" სტრატეგიის სახელმძღვანელო

საჭირო ინფორმაცია თქვენი პოკერის თამაშის გასაუმჯობესებელად.
ცოდნა ძალაა. ასე რომ, კარგი, მარტივი რჩევა იქნება საუკეთესო საჩუქარი, რაც ჩვენ შეგვიძლია მოგცეთ თქვენ პოკერის თამაშის დაწყების დროს.

პოკერი, სხვა დანარჩენი თამაშის მსგავსად, შეიძლება იყოს სახალისო, გამომწვევი ან იმედების გამაცრუებელი, როგორც კი შეისწავლით მის ყველა ტრიუკს.

პოკერის დამწყები მოთამაშე საჭიროებს რამოდენიმე საფუძვლის ცოდნას, რომელსაც თქვენი მეტოქეები უკვე ფლობენ და თუ კი თქვენ არ ხართ მზად ამისთვის, ისინი აუცილებლად გამოყენებენ მას თქვენს წინააღმდეგ.

უამრავი ადამიანი იღწვის გახდეს პროფესიონალი პოკერის მოთამაშე, იხიბლება მდიდარი ცხოვრების სტილით და იმ დაპირებით, რომ ეს არის “ადვილი” შემოსავლის წყარო. თუმცაღა, რეალობა ხშირად სრულიად განსხვავებულია. ნებისმიერ თამაშში გამარჯვება მოითხოვს დიდი დროის ხარჯვას, თქვენი და სხვა მოთამაშეების ტაქტიკის შესწავლას; თუ როგორ უნდა მოვახდინოთ სტრატეგიული ადაპტირების სწავლა ყოველი ახალი სიტუაციის მიხედვით და იღბალი. უამრავი იღბალი.

სამწუხაროდ იღბალი არის ისეთი რამ, რომელიც მხოლოდ შეიძლება ინატრო. მაგრამ ჩვენ რა თქმა უნდა შეგვიძლია დაგეხმარო და განვავითაროთ თქვენი ტაქტიკა. დავიწყოთ თუნდაც ეხლავე..

მსოფლიოში აღიარებული პოკერის ექპერტის დავიდ სკლანსკის “პოკერის ფუნდამენტური თეორემის” მიხედვით, ყოველთვის როდესაც თქვენ თამაშობთ ისე, რომ თითქოს ხედავთ თქვენი მოთამაშის კარტს, მაშინ თქვენ იგებთ, ხოლო ყოველთვის როცა თქვენი მეტოქეები თამაშობენ ისე თითქოს ვერ ხედავენ თქვენ კარტს, თქვენ ხეირს ნახულობთ.

პოკერში, რომ დახელოვნდე ალბათ ყველაზე რთული ასპექტია საკუთარი სტრატეგიის შემუშავება და მისი გამოყენება მეტოქეების მიმართ, ისევე როგორც ყოველი მოსალოდნელი მოწინააღმდეგის წინასწარ განჭვრეტა; ყოველივე ეს მოითხოვს ძალიან დიდ დროს და თავდადებას.

არსებობს 4 გადამწყვეტი ელემენტი, რომელიც გასათვალისწინებელია ყოველი თქვენი სტრატეგიის შემუშავებისას.
დაუდევარი/თავშეკავებული თამაში – დაუდევრად მოთამაშე ადამიანები თამაშობენ ბევრ ხელს, აგრძელებენ სუსტი ხელით თამაშს და ხშირად არ იყენებენ ფოლდს. თავშეკავებული მოთამაშენი ცოტა ხელს თამაშობენ, ხშირად ყრიან კარტს და წვებიან.
პასიური და აგრესიული თამაში – პასიურ თამაშში მოიაზრება ჩეკის და ქოლის მეტი რაოდენობა, მაშინ როდესაც აგრესიულში ფსონის ჩამოსვლა და მომატება. ორივე,Pპასიური და აგრესიული შეიძლება აღმოჩნდეს მოჩვენებითი (ანუ ითამაშონ პასიურად, რომ შეეცადონ ოპონენტის მხრიდან ფსონის გაზრდას ან იმოქმედონ აგრესიულად, რათა შენიღბონ მათი სუსტი ხელი). .
ხელის წაკითხვა და/ან ოპონენტის “გამომეტყველების” (‘tell’) შემჩნევა - ეს არის თამაშის მსვლელობისას მოთამაშეების ემოციების შეგნებულად ან გაუაზრებლად გამომჟღავნება სფეციფიური მოძრაობითა ან ჟესტით. ეს შეიძლება ნაკლებად აისახოს ონლაინ პოკერის დროს, როდესაც თქვენ ვერ ხედავთ ოპონენტს, მაგრამ “გამომეტყველება” შეიძლება ჩაითვალოს მოქმედებისათვის აღებული დიდხნიანი პაუზა, ფსონის ოდენობა ან თუნდაც ჩატში გამოყენებული გარკვეული სიტყვები. თამაშის ხელის წაკითხვა ამ მაგალითში არ მიმართავს ეშმაკურად მოწინააღმდეგის კარტის ნახვის მცდელობას, არამედ ამით ცდილობს მიხვდეს თუ რა კარტი დაურიგდა ოპონენტს.
სარგებლის მიღება თქვენი ოპონენტის შეცდომებისა და/ან უცოდინრობის ხარჯზე.

იმისათვის, რომ გახდეთ პოკერში წარმატებული, უნდა განავითაროთ სხვადასხვა სტრატეგიები და შეინარჩუნოთ ეს ელემენტები თქვენი გეგმის ქვაკუთხედად. ისევე როგორც თქვენ, ყველა მოთამაშეს გააჩნია საკუთარი ტაქტიკა და სტრატეგია ყოველ თამაშში.
ააგე უკეთესი პოკერ სტრატეგია (ვიდრე სხვა მოთამაშემ მაგიდაზე)

რატომ ვარ აქ?
ყველა მოთამაშეს აქვს საკუთარი მიზნები პოკერის თამაშთან დაკავშირებით. გაქვთ სურვილი დახარჯოთ რამდენიმე საათი ამ სახალისო თამაშზე? თუ მხოლოდ მყარი, ნაღდი ფულის შოვნაზე ხართ ორიენტირებული? თქვენმა სტრატეგიამ უნდა ასახოს მიზანი. თუ კი გსურთ გართობა, შეიძლება აგრესიული და თავშეკავებული თამაში არ შეესაბამებოდეს თქვენს მიზანს, ხოლო ფულის მოგების სურვილით შეპყრობილს არ მოგერგებათ პასიური თამაში. გადაწყვიტეთ რისი მიღწევა გსურთ ვიდრე მაგიდას შეურთდებოდეთ, დაგეგმეთ და ითამაშეთ გონივრულად.

სად მივდივარ?
რა არის თქვენი საბოლოო მიზანი? თუ კი გსურთ გახდეთ პროფესიონალი მოთამაშე, საჭიროა ისწავლოთ ის, რომ სულით არ უნდა დაეცეთ. მოგება ან წაგება, თქვენს მიზანზე არ უნდა ახდენდეს გავლენას. გრძელვადიანი გამარჯვების გზა არის თამაშის ნაწილი და ფორტუნა ყოველთვის არ გაგიღიმებთ. წაგებისას მიღებულმა გამოცდილებამ შეიძლება გადაწონოს შემდგომ ადვილი გამარჯვებიდან მოპოვებული ნებისმიერი ფინანსური წარმატება დიდი ხნის განმავლობაში. რაც არ უნდა გრძელვადიანი იყოს თქვენი მიზანი, ჩაებღაუჭეთ მას და გაითვალისწინეთ იგი თამაშის მსვლელობისას.

დაითვალე.
პოკერი არის ციფრების, სტატისტიკური შესაძლებლობების, მათემატიკური განტოლებების და გაუთვალისწინებელი ცვლილების თამაში. ყველა თამაშში, გამარჯვების ალბათობა თანაბრად დაყოფილია მონაწილე მოთამაშეების რაოდენობაზე, რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენ გაქვთ ბანკის მოგების იგივე შანსი, როგორც სხვა დანარჩენ მონაწილეს. არ დაყაროთ ფარ-ხმალი დამარცხების გამო; ახალი ხელი უთანაბრდება ახალ შანსებს და იმავე დონიდან იწყებენ ყველანი თამაშს.

იყავით ყურადღებით და ყველაფერი კარგად იქნება
პოკერში, დასაწყისი არ მიანიშნებს იმას თუ როგორ დაასრულებთ, მაგრამ საწყისი ხელი და თუ რას გააკეთებთ მისი მეშვეობით, შეიძლება მოგცეთ სულ სხვაგვარი სხვაობა. დამწყებ მოთამაშემ უნდა მოახდინოს კონცენტრაცია სწორი სტრატეგიის შესამუშავებლად; აგრეთვე უნდა შეიწავლოს მაგიდაზე პოზიციის გამოყენება დარიგებულ კარტებთან დამოკიდებულებაში.
როგორც კი ჩამოაყალიბებთ ამ სტრატეგიებს მთელი დანარჩენი ხელის განმავლობაში (შუიდან თამაშის ბოლომდე), შეისწავლით ბანკის შანსებისა და პროცენტების კალკულაციას, აგრეთვე ფსონის დადების თავისებურებებს, თქვენი უნარი თამაშში გაუმჯობესდება.

ტილტი
‘ტილტი’ სიტყვასიტყვით ნიშნავს წყობილებიდან გამოსვლას. პოკერში ეს მიუთითებს მოთამაშის უფრო ემოციურ მდგომარეობაზე, ვიდრე ფიზიკურზე, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს გაღიაზიანებით, მოულოდნელი თამაშს-შიდა მოქმედებით ან ოპონენტთან კამათით. ზემოთ აღნიშნულმა კონდიციამ მოთამაშე შეიძლება მიიყვანოს ცუდ ემოციურად მიღებულ სათამაშო გადაწყვეტილებამდე, რაც ჩვეულებრივ დამარცხების საწინდარია და კიდევ აუარესებს მდგომარებას.

გაყვე საუკეთესო რჩევას არის ყველაზე რთული, მაგრამ საბოლოო ჯამში ქმნის საღ აზრს: თუ კი სათანადოდ და სწორად ვერ აზროვნებთ, ამ შემთხვევაში თქვენ ვერ მიიღებთ ვერანაირ ფინანსურ გადაწყვეტილებას. დაბრუნდი და ითამაშე კვლავ ახალი გონებით.

“ბედ-ბით” ჯეკპოტი


რა არის ბედ - ბითი?
ბედ-ბითი ეს არის ხელი, რომელიც სტატისტიკურად უნდა მოგეგოთ მაგრამ წააგეთ. მაგალითად: თუ გყავთ ვალეტების სეტი და თქვენს მოწინააღმდეგეს აღმოაჩნდება დამების სეტი ან უკეთესი კარტი, აი სწორედ ეს არის ბედ-ბითი. თუ თქვენ ოდესმე გითამაშიათ პოკერი კაზინოში ან ონლიანში, თქვენ ალბათ ერთხელ მაინც დაგირიგდებოდათ ბედ-ბითი ან მოწმე მაინც გახდებოდით ბედ-ბითის ხელის.
ბედ-ბით ჯეკპოტის საკვალიფიკაციო ხელი
ბედ-ბით ჯეკპოტის მოგება ხდება, როდესაც აგებს რვიანების კარე ან უფრო მაღალი კომბინაცია.
მოთამაშის ორივე კარტი უნდა იყოს თამაშში, რომ მან მოიგოს ჯეკპოტი.

გადახდის სტრუქტურა
30% ხელის ერგება დამარცხებულს
20% ხელის ერგება გამარჯვებულს
10% იყოფა მაგიდასთან მყოფ სხვა მოთამაშეებზე
30% მიდის შემდეგი ჯეკპოტის დასაწყებად
10% იტოვებს პოკერ-რუმი.

გადახდის ცხრილიდან პროცენტის მისაღებად მოთამაშეს ერთი ხელი მაინც უნდა ჰქონდეს ნათამაშები, სადაც მას ბედ-ბით ჯეკპოტში თავისი წილი ექნება შეტანილი.

პირობები:
ბედ-ბით ჯეკპოტი არ მოქმედებს ყველა მაგიდაზე. მაგიდის გახსნისთანავე ზედა კუთხეში მკაფიოდ აღნიშნული იქნება (BBJ)-ის ნიშანი.
ოთხი ან მეტი მოთამაშე უნდა მონაწილეობდეს ხელში და რეიკის შეგროვება უნდა მოხდეს, რომ მიიღოთ მონაწილეობა ბედ-ბითში.
წაგებული ხელი უნდა იყოს 4 რვიანი (8888) ან ზევით.
მოთამაშეები, რომლებიც არ მონაწილეობენ კონკრეტულ ხელში და იქნებიან გასულები მაგიდიდან ვერ მოიგებენ ბედ-ბით ჯეკპოტს.
ორივე საწყისი კარტი გამოყენებული უნდა იყოს მოგებისა და წაგების ხელში.
ხელის დარიგება უნდა მივიდეს შოუდაუნამდე.
იმ შემთხვევაში თუ ერთი დარიგების დროს 2-ზე მეტ მოთამაშეს ეკუთვნის ჯეკპოტი, მათში მხოლოდ 2 უმაღლეს ხელს მიენიჭება ჯეკპოტისთვის განკუთვნილი თანხა. უმაღლესი ხელი ჩაითვლება, როგორც მოგებული და მეორე უმაღლესი ხელი იქნება ბედ-ბითი (ხელში დამარცხებული). ერთ ხელში შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი ბედ-ბით მოთამაშე და ერთი მოგებული.
იმ შემთხვევაში თუ ორ ან მეტ ხელზე ერთდროულად გათამაშდება ჯეკპოტი, მაშინ ის კონკრეტული ხელი მოიგებს ჯეკპოტს (ამის შემოწმება მოხდება ლობიში არსებული სისტემური საათის მეშვეობით), რომელიც პირველი დასრულდება.
ნებისმიერი ფარული გარიგება ჯეკპოტის მაგიდებზე ავტომატურად გამოიწვევს ბედ-ბით ჯეკპოტის გაუქმებას. მოთამაშეებმა ზეწოლის გარეშე უნდა მიიღონ გადაწყვეტილება ჩატიდან ან სხვა მოთამაშეებისგან. ჩატი შემოწმდება თითოეული ჯეკპოტის გათამაშების შემდეგ.
ბედ-ბით ჯეკპოტზე თანხა გროვდება თითოეული ნათამაშები ხელის პროცენტიდან (რეიკი), რაც დეტალურად მოყვანილია ზემოაღნიშნულ გრაფაში.

ონლაინ პოკერი: ალყაშემორტყმული ინდუსტრია

ონლაინ-პოკერის ინდუსტრიას 2 წლის განმავლობაში სდევნიდნენ. ეს თამაში დომინირებულია პროფესიონალი მოთამაშეებით, სავსეა თაღლითობებით და მოცულია შეთქმულებებით, ჯგუფური თამაშითა და რობოტებით.

პოკერს განსაკუთრებით ცუდი სახელი მოუტანა რამოდენიმე კომპანიამ. კომპანიებს “აბსოლუტე-პოკერს”, “ულტიმეტ-ბეთს” და “ფულ-ტილტ”-ს აქვთ ერთი საერთო. მათ ყველას პროფესიონალი მოთამაშეები ხელმძღვანელობენ (ხელმძღვანელობდნენ). დამატებით, ინდუსტრიის დიდი ნაწილი არის პოკერის ქსელების მმართველობაში, რომელიც წარუმატებელი პოლიტიკის მატარებელია, ის ასაჩუქრებს პროფესიონალ მოთამაშეებს მოხალისე მოთამაშეების ხარჯზე.



დღესდღეობით, ყველა ქსელი პროფესიონალ მოთამაშეებს აძლევს შემოსავლის ნაწილს რეიკბექის სახით. მოთამაშეები, რომლებიც იღებენ რეიკ-ბექს არ წარმოადგენენ თქვენს ტიპიურ მოთამაშეებს. ისინი იგებენ ფულს საშუალო მოხალისე მოთამაშეებისგან და ამ გზით საჩუქრდებიან. ეს საფუძველს უყრის დიდ პირამიდულ სქემას, სადაც მოთამაშეების ხარჯზე მოპოვებული მცირე პროცენტები ბოლოში ქმნის მილიონებს. ეს მოთამაშეები აღწევენ მათი რეიკ-ბექის 70 %-ს. ამას გარდა, ისინი სისტემიდანაც იღებენ თანხას. პოკერ- ქსელები მძლავრად არიან დამოკიდებული დამფინანსებლებზე, რომლებიც აგრეთვე იღებენ მათი მოთამაშეებისაგან გამომუშავებული რეიკის 50%-ზე მეტს. თუ კი ბიზნესი ამ ხერხით ფუნქციონირებს, თქვენ გაგაჩნიათ თავისუფალი კაპიტალის მცირე რაოდენობა. ეს არის “ფულ ტილტის” რისკის ახსნა და ამიტომაც მათ ლეგალური პრობლემების დროს ვერ შეძლეს თავიანთი მოთამაშეების დავალიანების დაფარვა.

კიდევ ერთი პრობლემა, რაც ინდუსტრიის წინაშე დგას არის ე.წ. რობოტები (სპეციალური პროგრამები) თავდასხმა და მესამე მხარის მოთამაშის დახმარე პროგრამები. ეს პროგრამული პროდუქტი ეხმარება მოთამაშეებს თამაშის მსვლელობისას უკეთესი გადაწყვეტილების მიღებაში. უმეტესი მოთამაშეები, რომლებიც იყენებენ მესამე მხარის პროგრამას, არიან პროფესიონალები და მათი ჩვევები/უნარები ცვლიან თამაშს. პოკერი აღარ წარმოადგენს ორ ადამიანს შორის თამაშის უნარს, არამედ პაექრულ თამაშს მოხალისე მოთამაშესა და კომპიუტერული-პროგრამით აღჭურვილ პროფესიონალ მოთამაშეს შორის.

ყველაზე ცუდი რაც არის, ეგრეთ წოდებული “ბოტებია”. ეს არის დახვეწილი პროგრამები, რომლებიც გამოხატავენ ადამიანთა ქცევას. ასეთ ბოტებს შეუძლიათ 50+ მაგიდებზე ერთდროულად თამაში და ძალიან მომგებიანია მათი მფლობელებისთვის. თქვენ შეგიძლიათ დატოვოთ ისინი საათობით მაგიდებზე. დღის ბოლოს მხოლოდ უნდა მოითხოვოთ თანხის მოხსნა. ინდუსტრიის წინაშე არსებული პრობლემა წარმოადგენს იმას, რომ ბოტ-ის მწარმოებლებმა მოძებნეს გადაწყვეტილება თითოეულ პრევენციულ ზომებზე, რაზეც ინდუსტრია მოდის. წარმოიდგინეთ მიმდინარე ბრძოლა პოლიციასა და კრიმინალებს ან ვირუსის შემქმნელებსა და ანტი-ვირუსულ პროგრამებს შორის.

რეალურ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ უმეტესობა მთავრობებისა და ორგანიზაციებისა პასუხისმგებლობით არ ეკიდებიან რეალურ სურათს. ზოგადად არ არსებობს დებულება და არის მხოლოდ მცირე რაოდენობის კანონიერი იურისდიქცია, რომელთაც არ შეუძლიათ ან არ სურთ ინდუსტრიის მთლიანად მოწესრიგება.

სიტუაცია დამძიმდა იმ დროს, როდესაც რეგულაციის წარუმატებლობის რამოდენიმე ძალიან საჯარო შემთხვევები მოხდა. ყველაზე ცნობილ საქმეებში შედის ‘აბსოლუტ პოკერი’ და ‘ულტიმეტ- ბეთი’. ამ კომპანიების მენეჯმენტი პირდაპირ ჩაება მომხმარებლის წინააღმდეგ შეთქმულებაში. მიუხედევად იმისა, რომ ამ ფირმებმა მილიონობით დოლარი მოპარეს მოთამაშეებს, “Khanawake” -ის თამაშების კომიტეტმა შეუნარჩუნა მათ ლიცენზია და დართო ნება ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე ფუნქციონირების გაგრძელებაზე. ამგვარი კომპანიები ნებისმიერ სათანადოდ რეგულირებულ ბაზარზე მძიმედ დაჯარიმდება და შეუჩერდება ლიცენზიები.

დამატებით, მარეგულირებლები არ ახდენენ ოპერატორებზე მონიტორინგს, რომ მათ უზრუნველეყოთ მოთამაშეების ბალანსების დაცვა ცალკეულ ანგარიშებზე. აშშ-ს მთავრობის მხრიდან ამ წესების უარყოფის პირდაპირი შედეგია ის, რომ ორმა უდიდესმა კომპანია გახდა ბანკროტი და მათ უარი თქვეს მოთამაშეებთან თამაშზე.

მეორე უმსხვილესი პოკერის თამაშის საიტი ‘ფულ ტილტი’ აცხადებს, რომ არ აქვს თანხა დაფაროს მოთამაშეების ასეული მილიონობით დავალიანება. ეს კომპანია გამოიმუშავებდა დაახლოებით 1 მილიარდ წლიურ შემოსავალს. სუფთა მოგება ის იყო, რომ არც ერთმა საერთაშორისო თამაშების იურისდიქციამ კომპანიისგან არ მოითხოვა მოთამაშეთა ბალანსების ცალკეულ ანგარიშებზე თანხის შენარჩუნება; აგრეთვე არ მოახდინეს მათი ლიცენზიანტის ანგარიშების ზედამხედველობის უზრუნველყოფა. ეს არის ყველა არსებული რეგულაციის მთავარი მარცხი.

ცუდი წესების მთლიანმა შედეგმა, თაღლითობამ და მესამე მხარის დახმარებების გამოყენებამ შექმნა უნდობლობა ინდუსტრიის ოპერატორებს, მოთამაშეებსა და მარეგულირებლებთა შორის. ინდუსტრიის სანდოობა არის რისკის ქვეშ და საბოლოო შედეგია ბიზნესის უარყოფა. ეს აშკარაა მსხვილ ქსელებთან, რომლებიც ინდუსტრიის უმსხვილეს ნაწილს შეადგენენ.

როდესაც მივიღეთ გადაწყვეტილება PokerKing.ge- ით ბაზარზე შემოსვლის შესახებ, ჩვენ გავითვალისწინეთ ყველა ზემოთაღნიშნული საკითხი. ჩვენ გადავწვიტეთ შეგვექმნა პოკერის რუმი მოხალისე მოთამაშეების დასაცავად, რომ ითამაშონ სამართლიან და უსაფრთხო სათამაშო გარემოში. ამ მიზნის მისაღწევად, ჩვენ შევქმენით მოთამაშეთა რეიტინგის სისტემა არა მოთამაშეთა თამაშის უნარის კლასიფიკაციისათვის, არამედ იმისათვის, რომ თითოეულ მოთამაშის ინდივიდუალურ კაპიტალდაბანდების (ROI) საფუძველზე ჩამოყალიბებულიყო ქულების სისტემა.

32 კარტიანი დრო - პოკერი

მიმოხილვა
ეს თამაში განსაკუთრებულად საინტერესოა, რადგან ყველა დაბალი კარტები 2-დან 6-მდე ამოღებულია ბანქოდან, ასე რომ თქვენ გხვდებათ ბევრი მაღალი კარტები, სადაც გაცილებით ადვილია სეტის ან ფულჰაუსის კომბინაციის შეკვრა. თუმცა თამაშისას გახსოვდეთ, თქვენი ხელი შესაძლოა კარგი იყოს, მაგრამ თქვენს კონკურენტების აღმოაჩნდეთ უკეთესი კომბინაცია.

ამ თამაშში შეიძლება ჩაერთოს მინიმუმ 2 და მაქსიმუმ 5 მოთამაშე.


წესები

მთავარი წესები
ამ თამაშში მონაწილეობს მინიმუმ 2 და მაქსიმუმ 5 მოთამაშე.
3 ბლაინდია. პატარა, დიდი და ზედა, როცა 3 მოთამაშეზე მეტია.
კარტების გაცვლისას, პირველი მოთამაშე დილერის შემდეგ იწყებს თამაშს (ისევე როგორც 5 კარტიან დრო-შია), მაგრამ მეორე რაუნდში მოქმედება იწყება ზედა ბლაინდის შემდეგ ( და არა დილერის შემდეგ). „ჰედზ-აფ“ სიტუაციაში (2 მოთამაშე) მოქმედება იწყება პატარა ბლაინდით.
მოთამაშეებს შეუძლიათ გადაყარონ მაქსიმუმ 4 კარტი.
ფსონის გაზრდაზე განკუთვნილია 10 წამი, ამ დროის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ მხოლოდ გააკეთოთ ჩექი, ქოლი ან ფოლდი.
ამ თამაშში გამოიყენება არასრული ბანქო(რაც ნიშნავს რომ 2 -იდან 6-იანამდე კარტები ამოღებულია), მიუხედავად მოთამაშეების რაოდენობისა.
ტუზი შეიძლება იყოს, როგორც მაღალი ასევე დაბალი. ასე რომ სტრიტი კეთდება A-7-8-9-10 ან 10-J-Q-K-A-ით.
’პაროლე’ სიტყვა მოთამაშეს საშუალებას აძლევს გაყოს ბანკი (მხოლოდ მეორე რაუნდში)
ყაიმის დროს ბანკის გათამაშება შეიძლება კარტის ფერით გადაწყდეს.
ხელის სიძლიერე განსხვავებულია 32 კარტიან დრო პოკერში ტეხასურ ჰოლდემთან შედარებით.
პოკერკინგი გთავაზობთ ამ თამაშის ორ ვარიანტს 7 კარტიანი სტადი (რომელსაც ასევე ჰქვია 7 კარტიანი სტადი ჰაი ) და 7 კარტიანი სტად ჰაილო.

თამაშის ტიპები
ლიმიტ პოკერში ნებადართულია ფსონის გასვლა მაქსიმუმ 4-ჯერ ვაჭრობის თითოეულ რაუნდში. ეს ეხება ბეტს, რეიზს, რი-რეიზს და ბოლო რეიზს. ულიმიტო პოკერში და პოტ ლიმიტ პოკერში რეიზების რაოდენობის ლიმიტი არ არსებობს.

ლიმიტ პოკერში ბეტი და რეიზი წინასწარ არის შეთანხმებული. მაგალითად:
1/2 ლიმიტ თამაშში ზედა ბლაინდის გარეშე 2-3 მოთამაშისათვის, ორივე რეიზიც და ბეტიც უნდა იყოს 1 ტოლი. ბოლო რაუნდში, ბეტი და რეიზი უნდა იყოს 2.
1/2 ლიმიტ თამაშში ზედა ბლაინდით 4-5 მოთამაშისათვის, ორივე რეიზიც და ბეტიც უნდა იყოს 2 ტოლი. ბოლო რაუნდში, ბეტი და რეიზი უნდა იყოს 4.
პოტ ლიმიტი. პოტ ლიმიტის თამაშში, ბეტის ან რეიზის მაქსიმალური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მიმდინარე ბანკის ჯამურ თანხას. მაგალითად: თუ ჯამური თანხა ბანკში შეადგენს 10-ს, პირველი მოთამაშე ფსონის ჩამოსვლის რაუნდში დებს 10-ს, მეორე მოთამაშეს თავისი რიგის დროს შეუძლია დადოს 30 (10 თავისი ქოლის და 20 რეიზის) ანუ ბანკის ჯამური რაოდენობა.

პოტ ლიმიტ პოკერის თამაშებში რეიზების რაოდენობა არ იზღუდება, თუ მინიმალური ბეტი დიდი ბლაინდის ტოლია (2-3 მოთამაშის თამაშში) ან ზედა ბლაინდის ტოლია (4-5 მოთამაშის თამაშში). ულიმიტო თამაში. ამ თამაშებში ბეტების რაოდენობა შეზღუდული არ არის. მოთამაშეებს ფსონის ჩამოსვლა შეუძლიათ ნებისმიერ რაუნდში, რამდენადაც მინიმალური ბეტი დიდი ბლაინდის ტოლია (2-3 კაციან თამაშში) ან ზედა ბლაინდის ტოლია (4-5 კაციან თამაშში). მაგალითად:
1/2 ულიმიტო თამაშში ზედა ბლაინდის გარეშე 2-3 მოთამაშისათვის, ბეტი უნდა იყოს 2.
1/2 ულიმიტო თამაშში ზედა ბლაინდი 4-5 მოთამაშისათვის, ბეტი და რეიზიც უნდა იყოს 4.

თამაშის სტადიები

პირველი რაუნდი. ნებისმიერი ხელის პირველი რაუნდის დაწყებისას, პატარა დისკი, რომელიც ცნობილია როგორც დილერის დოლი განთავსდება ერთ-ერთი მოთამაშის წინ. ეს დისკი ნიშნავს „თეორიულ“ დილერს და მიუთითებს იმ მოთამაშეზე, ვისაც ეძლევა ბოლო სიტყვა ფსონის ჩამოსვლის რაუნდებში. თითოეული ხელის შემდეგ დილერის დოლი გადაინაცვლებს მომდევნო მოთამაშეზე საათის ისრის მიმართულებით. თუ ორი ან სამი მოთამაშეა, დილერის მარცხენა მხარეს მყოფი მოთამაშე დადებს პატარა ბლაინდს, რომელიც მაგიდის ფსონზე ორჯერ ნაკლებია. თუ თამაშში 3-ზე მეტი მოთამაშეა მარცხენა მხარეს მყოფი შემდეგი მოთამაშე დადებს ზედა ბლაინდს, რომელიც დიდი ბლაინდის რაოდენობაზე ორჯერ მეტია (ე.ი იგივეა რაც მაღალი ლიმიტების მაგიდაზე).
პატარა ბლაინდი:3
დიდი ბლაინდი: 6
ზედა ბლაინდი:12

გამოტოვებული ბლაინდის წესები. იმისათვის, რომ შეიზღუდოს მოთამაშეების დასხდომა გვიან პოზიციებზე და ბლაინდების განთავსება, მოთამაშეებმა უნდა განათავსონ შემოსვლის თანხა, რომელიც ზედა ბლაინდის ტოლია ან მათ შეუძლიათ დაელოდონ სანამ ზედა ბლაინდი არ მიაღწევს მათ პოზიციას.

თუ მოთამაშე მონიშნავს ” დიდი ბლაინდის ლოდინს’ თავიანთი ადგილის დაკავებისას, ისინი ვერ შეუერთდებიან თამაშს, სანამ ზედა ბლაინდი არ მიაღწევს მათ პოზიციას.

თუ მოთამაშე მოხდა მაგიდაზე, გამოტოვა რამდენიმე რაუნდი,მათ შორის პატარა ბლაინდი, თამაშში შემოსასვლელად მას მოუწევს დიდი ბლაინდის თანაბარი თანხის დადება.

თუ მოთამაშე გამოტოვებს პატარა და დიდ ბლაინდს, მას მოეთხოვება განათავსოს დიდი ბლაინდის თანაბარი თანხა, პლიუს პატარა ბლაინდის მკვდარი ფსონი ( რომელიც შემდეგ პირდაპირ ბანკში წავა და ამ კონკრეტულ ხელში არ ჩაითვლება მოთამაშის ფსონად.)

თუ მოთამაშე სამივე ბლაინდს გამოტოვებს ლოდინისას, მას მოუწევს განათავსოს ზედა ბლაინდის თანაბარი თანხა; პლიუს პატარა ბლაინდის თანაბარი მკვდარი ფსონი და დიდი ბლაინდი.
დარიგება. ყველა მოთამაშეს ურიგდება 5 კარტიანი დახურული ბანქო. არ არსებობს საერთო კარტი ამ თამაშში. ის მოთამაშე, რომელიც ზის, ზედა ბლაინდის გამკეთებლის შემდეგ იწყებს ფსონის ჩამოსვლას, რომელიც შემდეგ საათის ისრის მიმართულებით გრძელდება. ყველა მოთამაშემ, როგორც მინიმუმ უნდა გაასწოროს ზედა ბლაინდის რაოდენობა, იმისათვის რომ დარჩეს თამაშში.

მოთამაშეებს ექნებათ შესაბამისი სვლის გაკეთების საშუალება, წინა მოთამაშეების ქმედებებიდან გამომდინარე:


ჩექი
მოთამაშეს შეუძლია შეამოწმოს სხვა მოთამაშემ მეტი თანხა შეიტანა თუ არა. თუ მოთამაშე შეიტანს ზედა ბლაინდს ( ან დიდ ბლაინდს, ზედა ბლაინდის არ არსებობის შემთხვევაში) მაშინ სხვა მოთამაშეებმაც უნდა შეიტანონ შენატანის შესაბამისი თანხა. თუ სხვა მოთამაშე გაზრდის ფსონს, მაშინ სხვა მოთამაშეებს არ ექნებათ ჩექის გაკეთების შესაძლებლობა.



ქოლი
ფსონის გაზრდა იწვევს თანხის რაოდენობის გაზრდას ბანკში უმაღლეს დონემდე. მაგალითად: თუ მოთამაშე დიდ ბლაინდში დებს 4.00 და მეორე მოთამაშე დებს ზედა ბლაინდში 8.00, როცა მოქმედება მიაღწევს სხვა მოთამაშეს მას ქოლით შეუძლია ჩადოს დამატებით 4.00 , რომელიც შეესაბამება ყველაზე დიდ ფსონს 8.00-ს. თუ მოთამაშე არ შეიტანს ამ ბლაინდს, მას მთლიანად 8.00 ექნება შესატანი.



რეიზი
მინიმალური ნებადართული ბეტის ზომა ულიმიტო თამაშებში უდრის დიდ ბლაინდს თუ ვაჭრობის რაუნდში რაიმე მოქმედებას ადგილი არ ექნება. თუ მოქმედებას ადგილი ექნება (მეორე მოთამაშე ფსონს ჩამოვა) მაშინ ის ბოლო ბეტის/რეიზის ტოლი უნდა იყოს. რეიზის თანხა უნდა შეესაბამებოდეს წინა რეიზსა და ბეტს იგივე რაუნდში. როგორც მაგალითად თუ პირველი მოთამაშე ჩამოვა 10-ს მაშინ მეორე მოთამაშეც უნდა ჩამოვიდეს მინიმუმ 10 (ჯამში 20). როგორც სიტყვა „ულიმიტო“ მიგვითითებს მაქსიმალური, ნებადართული რეიზი შეიძლება იყოს ყველა ჩიპი, რომელიც მოთამაშეს გააჩნია მაგიდაზე. როცა მოთამაშე მთლიანად შევა თანხას(all-in), თუ სხვა მოთამაშეებს უნდათ თამაშის გაგრძელება მათ უნდა გაასწორონ ეს ფსონი.


თუ მოთამაშე ზრდის ფსონს სხვა მოთამაშეები ვერ აკეთებენ ჩექს და უწევთ ან კარტის დაყრა (ხელის დატოვება), ან ქოლი (ფსონის გასწორება ) ან რეიზი ( ფსონის გადაზრდა).


32 კარტიან დრო-პოკერში არ არის რეიზების შეზღუდვა.


კარტის დაყრა. მაშინ როცა პირველი რაუნდის ვაჭრობა დასრულებულია, მოთამაშეებს შეუძლიათ დაყარონ 4 კარტი და ამოღონ ახალი ან შეუძლიათ ე.წ. ’სთანდ ფეთი’ - დარიგებული კარტის შენახვა. კარტის დაყრა იწყება დილერის მარცხენა მხარეს მჯდომი მოთამაშისგან.


კარტის დასაყრელად დააჭირეთ კარტს და ის განათდება წითლად. კიდევ დააჭირეთ განათების შესანარჩუნებლად. როცა მოქმედება თქვენამდე მოაღწევს, თქვენ აირჩევთ’კარტის დაყრას X ’ (რაც არ უნდა მეტ კარტზე გქონდეს დაკლიკებული) ან ’ სთენდ ფეთს’ თუ კარტზე არ გაქვს დაკლიკებული. დარიგებული კარტების შეცვლა ხდება დაუყოვნებლივ ახალი კარტებით.


არასრულ-კარტიან თამაშებში არსებობს კარტების დამთავრების შესაძლებლობა. ამ შემთხვევაში უფრო მეტი კარტია საჭირო ვიდრე რჩება, პირველ რიგში დარჩენილი კარტების გამოყენება ხდება. შემდეგ სხვა მოთამაშის მიერ დაყრილი კარტები იჩეხება და მოთამაშეს იქიდან ურიგდება დარჩენილი კარტები. ასეთ შემთხვევაში მოთამაშე ვერასდროს მიიღებს თავის გადაყრილ კარტებს უკან, ხოლო სხვა მოთამაშეები მიიღებენ.


თამაშის მეორე რაუნდი იწყება ისევ პირველი მოთამაშიდან მარცხენა მოთამაშისკენ, რომელმაც ზედა ბლაინდი განათავსა. ამ მოთამაშეს შეუძლია აირჩიოს ’პაროლე”
( ინგლისურად „გაცემა“) თუ სხვა მოთამაშეებიც დაეთანხმებიან ’პაროლე-ს’ არჩევას ბანკი გაიყოფა. თუ რომელიმე მოთამაშე არ დათანხმდება, მაშინ მოთამაშეებს შეუძლიათ გააკეთონ ფოლდი, ჩექი ან რეიზი ჩვეულებრივ.


ლიმიტ თამაშში მინიმალური ბეტი ორჯერ მეტია ზედა ბლაინდზე.


ულიმიტო თამაშებში მინიმალური ბეტი ზედა ბლაინდის თანაბარია ( ან დიდი ბლაინდის ტოლია თუ არ არის ზედა ბლაინდი). როცა ყველა ბეტი თანაბარია მოთამაშეებმა უნდა აჩვენონ კარტები და ბოლო მოთამაშემ, რომელმაც გაზარდა ფსონი ბოლო რაუნდში პირველ რიგში უნდა აჩვენოს კარტები. თუ ბოლო რაუნდის განმავლობაში დარჩენილი მოთამაშეები გააკეთებენ ჩექს ( არცერთი მოთამაშე არ ჩამოვა ფსონს), დილერის მარცხენა მხარეს მყოფი მოთამაშე პირველი აჩვენებს კარტებს.


დარჩენილი მოთამაშეები გახსნიან კარტებს საათის ისრის მიმართულებით მაგიდის გარშემო. თუ მოთამაშის ხელი უფრო სუსტია ვიდრე მიმდინარე მოგების ხელი, მათ აქვთ არჩევანი აჩვენონ ან დაყარონ კარტები. საუკეთესო 5 კარტიანი ხელი იგებს ბანკს.


თუ ორ მოთამაშეს აქვს იდენტური კომბინაცია, ბანკი გაიყოფა მათ შორის. მოთამაშეს შეუძლია მოითხოვოს მხოლოდ ის ბანკი, რომელშიც ფული ჩადო. იხილეთ ’ოლინ’ მაგიდის ფსონები, ბაი-ინ-ი არის მოთამაშის მიერ მოტანილი თანხა რომელიმე კონკრეტულ თამაშში დასაჯდომად. ყველა ნაღდ ფულზე თამაშს აქვს მინიმალური ბაი- ინი , რომელიც მოითხოვება მანამ, სანამ მოთამაშე თამაშს დაიწყებს.


მინიმალური და მაქსიმალური ბაი-ინი


ლიმიტ პოკერში მინიმალური ბაი-ინი არის დიდ ბლაინდზე 10 ჯერ უფრო მეტი. აქ არ არის მაქსიმალური ბაი-ნი.


მაგალითად 1/2 ლიმიტ თამაშებში თუ დიდი ბლაინდის ღირებულება არის 1, მინიმალური ბაინი იქნება 1x10 ან 10. პოტ ლიმიტისა და ულიმიტო პოკერ თამაშებში არსებობს მინიმალური და მაქსიმალური ბაი-ინი.


მინიმალური არის ჩვეულებრივ 20 ჯერ უფრო ცოტა პატარა ბლაინდზე და მაქსიმალური არის 100 ჯერ უფრო მეტი დიდ ბლაინდზე.


მაგალითად. 1/2 ულიმიტო და პოტ ლიმიტ თამაშებში, თუ პატარა ბლაინდი არის 1 და დიდი ბლაინდი არის 2 მინიმალური ბაი-ინი იქნება 20 და მაქსიმალური 200.


მაგიდის ფსონები


ყველა თამაში და ტურნირი შეესაბამება მოცემული მაგიდის ფსონების ოქმებს. ჩიპის დამატება რაუნდის მსვლელობისას მოთამაშის სტეკზე შეუძლებელია. მოთამაშეებს ჩიპების დამატება შეუძლიათ მხოლოდ ხელის დამთავრების დროს. მაშინ როდესაც სხვადასხვა ტურნირებზე გვთავაზობენ ჩიპების ხელახალ ყიდვას და დამატებებს, ამის გაკეთება შესაძლებელია მხოლოდ ხელის დასრულებისას სანამ მომდევნო ხელი დაიწყება. თუმცა მოთამაშეებს შეუძლიათ დაამატონ ჩიპები და მოახდინონ შეძენა ხელის მსვლელობისას თუ ამ ხელს თვითონ არ თამაშობენ.მოთამაშეებს მაგიდიდან არ შეუძლიათ ჩიპების აღება. მოთამაშეებს არ შეუძლიათ მაგიდიდან ჩიპის აღება თამაშის მსვლელობისას სანამ არ დატოვებენ თამაშს. არ აქვს მნიშვნელობა თუ რამდენი ჩიპი დევს მაგიდაზე, ეს წესი მაინც მოქმედებს. მაგიდის ფსონების ოქმები შექმნილია თამაშის დასაცავად.


მაგალითად, თუ მოთამაშეს ექნება უფლება ჩადოს რამოდენიმე ჩიპი თავის ჯიბეში ნებისმიერ დროს როცა წინ არის, მაშინ თამაშისათვის მისაწვდომი ჩიპების რაოდენობა შეიზღუდება,რაც ხელს შეუშლის მაგიდაზე თამაშის მსვლელობას.

რითი განსხვავდება ონლაინ პოკერი რეალური პოკერისგან?

შეუძლებელია სხვა მოთამაშეების დანახვა და მათი ემოციების განსაზღვრა. ასევე განსაზღვრულია თამაშის ტემპი.
1. კარტის აჩეხვა და დარიგება არის წამიერი
2. არანაირი შეყოვნება ჩიპების დათვლის დროს
3. ავტო-მოქმედების ღილაკები იძლევა სწრაფი თამაშის საშუალებას, რადგან მოთამაშეებს შეუძლიათ წინასწარ მიუთითონ სასურველი მოქმედება.
4. ონლაინ პოკერ რუმებში ერთი საათის განმავლობაში საშუალოდ ითამაშება 90-დან 100 დარიგებამდე.
პოკერის სკოლები: ონლაინ პოკერ რუმების უმეტესობას აქვს საკუთარი პოკერ სკოლა, რათა დაეხმარონ პოკერის მოთამაშეებს თამაშის დონის ამაღლებაში.